- პროექტის სახელწოდება: ესენინის გარდაცვალება
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადება: პოეტის გარდაცვალებასთან დაკავშირებული იდუმალებით მოცული ისტორიის კვლევა
- პროექტის აქტუალობა: ესენინის გარდაცvალების ისტორიაში ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები ფიქსირდება, აღნიშნული მასალების მოძიება და ანალიზი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს შეიქმნან წარმოდგენა მე-20 საუკუნის დასაწყისის რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისა და შემოქმედის ადგილის შესახებ ამ საზოგადოებაში
- პროექტის მიზნები: რუსულ ენაზე საზოგადოებრივ–პოპულარული ტექსტის გაგების უნარის გამომუშავება, ზეპირი კომუნიკაცია რუსულ ენაზე, რუსულ წყაროებზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარის გამომუშავება, კვლევის სპეციფიკის ათვისება
- მონაწილეთა ასაკი: 15-16 წ.
- ვადები / ხანგრძლივობა: 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერი
- მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ინტერნეტის მეშვეობით მოიძიებენ მასალებს ესენინის გარდაცვალების შესახებ, მის თანამედროვეთა მოგონებებს, შექმნიან საბრალდებო საქმეს, შეძლებენ წერილობით კომუნიკაციას რუსულ ენაზე. შეიქმნება ბლოგი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საბრალდებო საქმე
- პროექტებისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტ-რესურსები, მოგონებები ესენინზე;
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) - მონაწილე მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, ნაწილი მუშაობს საბრალდებო საქმეზე, ექსპერტიზის დასკვნაზე, მეორე ჯგუფი მუშაობს თვითმკვლელობის ვერსიაზე; მოიძიებენ ფაქტებს აღნიშნული ვარაუდების დასადასტურებლად და მსჯელობენ არგუმენტირებულად. ნამუშევარს წარმოადგენენ ზეპირი და წერილობითი ფორმით, ხოლო პროექტის განხილვის მასალები გამოქვეყნდება ბლოგზე.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: უცხ.ს.V.19; უცხ.ს.V.22; უცხ.ს.V.23; უცხ.ს.V.27; უცხ.ს.V.29;
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი ) ნინო მოლაშხია
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: molashkhianino@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი: