Monday, November 14, 2011

პროექტის აღწერა


  • პროექტის  სახელწოდება: ესენინის გარდაცვალება
  • პროექტის  მთავარი  იდეა (თემა) 1-2  წინადადება: პოეტის გარდაცვალებასთან დაკავშირებული იდუმალებით მოცული ისტორიის კვლევა
  • პროექტის  აქტუალობა: ესენინის გარდაცvალების ისტორიაში ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები ფიქსირდება, აღნიშნული მასალების მოძიება და ანალიზი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს შეიქმნან წარმოდგენა მე-20 საუკუნის დასაწყისის რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისა და შემოქმედის ადგილის შესახებ ამ საზოგადოებაში
  • პროექტის  მიზნები: რუსულ ენაზე საზოგადოებრივ–პოპულარული ტექსტის გაგების უნარის გამომუშავება, ზეპირი კომუნიკაცია რუსულ ენაზე, რუსულ წყაროებზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარის გამომუშავება, კვლევის სპეციფიკის ათვისება
  • მონაწილეთა  ასაკი: 15-16 წ.
  • ვადები / ხანგრძლივობა: 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერი
  • მოსალოდნელი  შედეგები / პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას: მოსწავლეები ინტერნეტის მეშვეობით მოიძიებენ მასალებს ესენინის გარდაცვალების შესახებ, მის თანამედროვეთა მოგონებებს, შექმნიან საბრალდებო საქმეს, შეძლებენ წერილობით კომუნიკაციას რუსულ ენაზე. შეიქმნება ბლოგი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საბრალდებო საქმე
  • პროექტებისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები: ინტერნეტ-რესურსები, მოგონებები ესენინზე;
  • პროექტის  მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები) -  მონაწილე მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, ნაწილი მუშაობს საბრალდებო საქმეზე, ექსპერტიზის დასკვნაზე, მეორე ჯგუფი მუშაობს თვითმკვლელობის ვერსიაზე; მოიძიებენ ფაქტებს აღნიშნული ვარაუდების დასადასტურებლად და მსჯელობენ არგუმენტირებულად. ნამუშევარს წარმოადგენენ ზეპირი და წერილობითი ფორმით, ხოლო პროექტის განხილვის მასალები გამოქვეყნდება ბლოგზე. 
  • საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი: უცხ.ს.V.19; უცხ.ს.V.22; უცხ.ს.V.23; უცხ.ს.V.27; უცხ.ს.V.29; 
  • პროექტის  ხელმძღვანელი (მასწავლებელი ) ნინო მოლაშხია
  • ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: molashkhianino@gmail.com
  • პროექტის  ვებ-გვერდი /ბლოგი:

No comments:

Post a Comment